Sunday, June 11, 2017

პროექტის იდეა

ქართველი ერი ოდითგანვე გამორჩეულია სტუმარ-მასპინძლობის ადათით.სწორედ ეს ადათი აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებს.ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" შესწავლისას მოსწავლეების ხედვაზე დიდ გავლენას ახდენს ქისტი ჯოყოლას სახე,რომელიც ადათის სრულყოფილი დამცველია და მზადაა,დაპირისპირებისა და მტრობის მიუხედავად დაიცვას ეს ტრადიცია:
      "დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
        თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა."
 ჯოყოლა ფარია ფასეული,  მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობისა და მაგალითი-დღევანდელი თაობისათვის.
    აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით,საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი იქნება ძველი და ახალი თაობის შეხვედრა ქართველებსა და ქისტებში.
  ქართველი და ქისტი მოსწავლეები იმსჯელებენ, შეაჯერებენ დაკიდევ ერთხელ გამოკვეთენ და დაასკვნიან,რომ სიყვარული "ატრიალებს" დედამიწას.

1 comment:

  1. მზია მომწონს შენი იდეა.საერთოდ მიყვარს ეს ნაწარმოები.გისურვებ წარმატებას.

    ReplyDelete