Friday, June 30, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და ბევრის მომცემი იყო.ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით,მივიღეთ ტრენერისაგან უკუკავშირი. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოზე.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო,შევამოწმეთ საშინაო დავალება და მივიღეთ ტრენერისაგან უკუკავშირი.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მივიღეთდავალება.
Saturday, June 24, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადიკითხვა
1) აღიარებთ და აფასებთ 21-ესაუკუნის ახალგაზრდობა ტრადიციებს?
თემატური კითხვები
1)რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ტრადიციები?
2)ამართლებთ ჯოყოლასმიერ ძმის მკვლელის-ანუ სტუმარ ზვიადაურის დაცვას?
შინაარსობლივი კითხვა
1)კონკრეტულად რომელ ტრადიციას შეეწირა ჯოყოლა?
1) აღიარებთ და აფასებთ 21-ესაუკუნის ახალგაზრდობა ტრადიციებს?
თემატური კითხვები
1)რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ტრადიციები?
2)ამართლებთ ჯოყოლასმიერ ძმის მკვლელის-ანუ სტუმარ ზვიადაურის დაცვას?
შინაარსობლივი კითხვა
1)კონკრეტულად რომელ ტრადიციას შეეწირა ჯოყოლა?
Sunday, June 11, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო ჩემთვის,რადგან ვიმუშავეთ პროექტის იდეის სრულყოფაზე,გადავხედეთ,მოვიძიეთ სტანადარტის შესაბამისი პუნქტებიდა შევიმუშავეთ პროექტის მიზნები, ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები
- მოსწავლეები შეძლებენ
- შესწავლილი ტექსტიდან გამოკვეთენ აქტუალურ საკითხს
- მოიძიებენ ინფორმაციას ტრადიციების შესახებ
- შეაჯერებენ ძველსა და ახალ შეხედულებებს
- ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს საკითხთან დაკავშირებით
- დაწერენ ესეს-ჯოყოლას კვალდაკვალ
სტანდარტი
ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ განსაზღვრავს საჯარო
გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...),
არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·
ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ
არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის
დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·
წინასწარ მოფიქრებული გეგმის
მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის
არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით,
ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს
(აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული
კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან,
სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, 21-ე საუკუნის უნარები
●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
●
ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების
ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის
ქონა.
პროექტის იდეა
ქართველი ერი ოდითგანვე გამორჩეულია სტუმარ-მასპინძლობის ადათით.სწორედ ეს ადათი აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებს.ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" შესწავლისას მოსწავლეების ხედვაზე დიდ გავლენას ახდენს ქისტი ჯოყოლას სახე,რომელიც ადათის სრულყოფილი დამცველია და მზადაა,დაპირისპირებისა და მტრობის მიუხედავად დაიცვას ეს ტრადიცია:
"დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა."
ჯოყოლა ფარია ფასეული, მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობისა და მაგალითი-დღევანდელი თაობისათვის.
აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით,საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი იქნება ძველი და ახალი თაობის შეხვედრა ქართველებსა და ქისტებში.
ქართველი და ქისტი მოსწავლეები იმსჯელებენ, შეაჯერებენ დაკიდევ ერთხელ გამოკვეთენ და დაასკვნიან,რომ სიყვარული "ატრიალებს" დედამიწას.
"დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა."
ჯოყოლა ფარია ფასეული, მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობისა და მაგალითი-დღევანდელი თაობისათვის.
აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით,საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი იქნება ძველი და ახალი თაობის შეხვედრა ქართველებსა და ქისტებში.
ქართველი და ქისტი მოსწავლეები იმსჯელებენ, შეაჯერებენ დაკიდევ ერთხელ გამოკვეთენ და დაასკვნიან,რომ სიყვარული "ატრიალებს" დედამიწას.
Subscribe to:
Posts (Atom)